თელ-ავივში ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის ქალაქ თელ–ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაადასტურა. გარდაცვლილი ემიგრანტი, გაჩერებაზე იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. პირველ ოქტომბერს თელ–ავივში ორმა ტერორისტმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

The post თელ-ავივში ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა appeared first on Netgazeti.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *