პაკისტანისა და ტანზანიის ფეხბურთის ფედერაციებმა ოქტომბერში რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაზე უარი თქვეს, იტყობინება „ვედომოსტი“. გამოცემის ცნობით, შეხვედრების გამართვაზე მოლაპარაკებებს რუსეთის ფეხბურთის კავშირი აწარმოებდა. პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლის თქმით კი, პაკისტანელები რუსეთში თამაშს ოქტომბერში ვერ მოახერხებენ, თუმცა ნოემბერში ამისთვის მზად არიან. იგი აღნიშნავს, რომ ნაკრების ბევრი წევრი უცხოეთშია, ხოლო მოსამზადებლად და გუნდის შესაკრებად დროა საჭირო. […]
The post პაკისტანმა და ტანზანიამ რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე უარი უთხრეს appeared first on Netgazeti.
Leave a Reply