რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ ეპატიჟება საქართველოს „3+3“ ფორმატში. „კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, — ყოველთვის ასე ვაკეთებთ, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით — რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ღიაა. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შემოუერთდებიან ფორმატის მუშაობას. როგორც კი თბილისი გადაწყვეტს, შეუძლია დაიკავოს კუთვნილი სკამი“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა თურქეთში, „3+3“ რეგიონული პლატფორმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. […]
The post ლავროვი იმეორებს „ოცნების“ ნარატივს და თბილისს კვლავ ეპატიჟება „3+3“ ფორმატში appeared first on Netgazeti.
Leave a Reply