ახალი წლის ღამეს საპროტეტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეს მოქალაქეები ახალ წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე”, ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც რუსთაველის ძეგლთან 23.00 საათზე დაიწყო.
მოქალაქეთა ნაწილი გლდანის ციხეთსან შეხვდა ახალ წელს – აქ ჩატარდა საპროტესტო აქცია სახელწოდებით : “ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
საპროტესტო აქციებით შეხვდნენ ახალ წელს ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.