უნდა გამოსულიყო თუ არა სალომე ორბელიანების სასახლიდან?

ორბელიანის სასახლე

ზოგადად სიმბოლოები – თან მნიშვნელოვანია, მარა თან – მაგათ გარეშეც შეიძლება ცხოვრება და შინაარსის ქონა.

ორბელიანების სასახლე – შეიძლებოდა გამხდარიყო ჩვენი “ბოლო დაცვის ხაზი“ – მარა ხალხს, აქამდე, არ გამოუვლენია მზაობა – შეაკვდეს დარბევას. და რო მოვიდოდნენ და გაგვგუდავდნენ, გვცემდნენ, გამოგვყრიდნენ და სალომეს ბორკილებით გამოიყვანდნენ – მერე ვიქნებოდით “წაგებულები“ – და ან მთელი მუხტი მოკვდებოდა, ვაფშე ბოლომდე, ან დაგვემატებოდა დაჭერილები + სალომე (+ ცოდნა, რო რაღაცაზე ვთქვით ჩვენიაო – და წავაგეთ).

რამენაირად რო მოგვეგო – უბრალოდ იქნებოდა გამხნევება – რო რაღაც არ დავთმეთ, მარა ყოველ დღე იქ უნდა ვყოფილიყავით, გვეთია და გვეღამა – და სალომე გაუნძრევლად უნდა მჯდარიყო მანდ – როგორც სანგარში. როგორც კი სადმე უცხოეთში, შეხვედრაზე, გაფრინდებოდა – ხალხს მოაკლდებოდა კბილებით დაცვის სურვილი – და მოვარდებოდნენ – შევარდებოდნენ.

მოკლედ, ქალაქში ბრძოლებისას, არცერთ შენობაზე არ უნდა დაარჭო დროშა – რო სულ გქონდეს მანევრის საშუალება. ასგარდი არის ხალხი – და არა რომელიმე შენობა.

წერს ე.წ. “შუაშისტი” სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *