უჩა აბაშიძის წერილი ციხიდან – ბრძიოლას აქვს აზრი!

უჩა აბაშიძე

გრძელი საახალწლო პოსტი

(ორი კვირის დაგვიანებით მოვიდა უჩას წერილები და ვკრეფ და ვდებ თანდათან)

საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

აქციაზე როცა ხართ – როგორი მუხტის, ერთობის და “ჩვენ ვინ უნდა მოგვერიოს“ გრძნობაა არა? – და მერე, მეორე დღეს, დილიდან – ისევ რაღაც ბრუნდება გაუგებრობის შეგრძნება – რო ეს ყველაფერი კაი, მაგრამ – ასე შეკრება-დაშლით – მოვიგებთ? არ გეუფლებათ რაღაც შინაგანი მღრღნელი ჭია – რო რას ვაკეთებთ საერთოდ და სად მივდივართ?

თუ არა – მშურს თქვენი, დახურეთ ეს სტატუსი – გასკრინეთ FB დალშე.

ვინც დარჩით – გპირდებით, რო ამ პოსტში იქნება პასუხები! – და არა უბრალოდ მსჯელობა ჰაერზე. ეს პასუხები – არის მხოლოდ მაგალითი, ერთ-ერთი ვარიანტი.

ხოდა, შინაარსობრივად, რა არის ეს ჩვენი აქციები და მარშები? – რასაა რო ვაკეთებთ ასე ბეჯითად?

სამხედრო აღლუმები!

ბრძოლის მხრივ, ჩვენი აქციები – არის სამხედრო აღლუმი.

სამხედრო აღლუმებმა – არა ერთი ომი აირიდა თავიდან, არა ერთი შეტაკება – აღარასდროს მოხდა სწორედ სამხედრო აღლუმის “ეფექტის“ გავლენით.

სამხედრო აღლუმის მიზანია – მტერს აჩვენოს რამდენი ვართ, რამდენ-ნაირი იარაღი გვაქ და როგორი ორგანიზება შეგვიძლია.

დიდმა სამხედრო აღლუმებმა, მაგალითად, დიდი ალბათობით, აგვარიდა ცივი ომის ცხელ ფაზაში გადასვლა – ყველა მხარე რწმუნდებოდა, რო მეორე მხარესთან ომი არ ღირს.

სამხედრო აღლუმია – ზელანდიური “ჰაკა“ – რომელმაც მათთან ბრძოლა უნდა გადაგაფიქრებიოს. სამხედრო აღლუმია “ხორუმი“ და საერთოდ – ქართული ცეკვა.

სამხედრო აღლუმის ფორმაა – დიდი სამხედრო წვრთნები – რამაც მტრებს უნდა აჩვენოს როგორი ორგანიზებულები და “მზა“ ვართ. და ასეთი წვრთნები – მილიონჯერ გამხდარა მაგიდასთან მიჯდომის მიზეზი – 1 ტყვიის გასროლის გარეშე.

სამხედრო აღლუმია – შეტაკების წინ, ველზე დაჯავშნული რაინდების გაშლა და ჯირითი. არა ერთი შეტაკება – მოლაპარაკებებით დაიწყო და დასრულდა – ამ ძალის დემონსტრირების გამო.

მაგრამ უნდა გესმოდეთ – სინამდვილეში, ჩვენი აქციები, არის მხოლოდ სამხედრო აღლუმი, ძალის დემონსტრირება – და არაფერი მეტი.

კი – ძალის დემონსტრირება და სამხედრო აღლუმი – მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც მას ატარებს – გიმაგრებს გულს, გავარჯიშებს ორგანიზებაში.

მარა მოწინააღმდეგე – მაგიდასთან დაჯდომაზე უარზეა – რა ვქნათ?

ჯერ ერთი, უნდა გავიაზროთ, რო იმათმაც ქნეს, მათი ძალის დემონსტრირება – გვცემეს, დაგვიჭირეს – ჩვენმა რაოდენობამ და ორგანიზების დონემ, ამის მერე, მხოლოდ მოიმატა – ძალის დემონსტრირებით “დაზომება“ – წააგეს.

სამხედრო ჭრილიდან – ეს არი – მტრის სამხედრო აღლუმი, მთავარ მოედანზე, რაკეტებით რო დაბომბო – თქვენ ხალხი გყავთ, ჩვენ კი რაკეტების სროლა შეგვიძლიაო. და მეორე დღეს რო 2-ჯერ მეტნი გამოვიდნენ “პარადზე“ – “ჩვენ კიდე დანაკარგების აღდგენაო“.

3 თავიანი გველეშაპობა გამოვავლინეთ – ერთს მოგვჭრი, ორი ამოგვივა. აზრი?

3 თავიანი გველეშაპი რო ხმლის ქნევით არ მარცხდება, ყველა ზღაპრის მსმენელი ბავშვიც კი ხვდება. (ნუ იქვე ღირს შემოწმება, იქნებ თავების ზრდის ლიმიტი აქვს? – იქნებ 1000 რო დაგვიჭირონ – შეგვეშინდება? – მაგას მოელოდეთ. მაგის გასატესტად შემოიღეს ეს ახალი კანონები, თორე სტრატეგიულად ფუჭი ნაბიჯებია და ჩვენს აღლუმებზე, ჩავლილ ეტაპზე – პანიკური რეაქცია)

მოკლე რემარკა: საქართველოში 9500 პატიმარი გვყავს. სისტემას, მეტ-ნაკლებად შეუძლია კიდევ 500 აითვისოს (ოღონდ ერთბაშად არა), თითო პატიმარი თვეში 1800 ლარი ჯდება (ყველა ხარჯი, ჯამში). საქართველო, ევროპაში, ლიდერია – პატიმრების რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე და ლიდერია პენიტენციურ სისტემაში – კადრების დანაკლისით (2.7 პატიმარი – 1 თანამშრომელზე). ნუ, სინამდვილეში – მეორე ადგილზე ვართ, თურქეთის მერე, მარა თურქეთი საერთოდ ცალკე ლიგაშია.

ხოდა, კაი, მარა – თუ აღლუმი – არ აიძულებს მოწინააღმდეგეს, მიუჯდეს მაგიდას, მაშინ რას ვშვებით?

მაშინ ვიბრძვით.

კი მარა – რანაირად?!

პირველ რიგში უნდა ნათლად გაიაზროთ – ჩვენ ყველანაირი აღლუმი – ჩავატარეთ, ჩვენ ყველა მესიჯი გავუგზავნეთ – რო ბევრი ვართ, რო არ დავნებდებით, რო არ გვეშინია, რო მზად ვართ, რო არაფერს “ისეთს“ არ ვითხოვთ – მხოლოდ არჩევნები, ახლიდან.

ამ “მესიჯის“ ნაწილია – გარედან არ აღიარება, რო არც ისინი – თქვენთან არ იმუშავებენ.

სანქციებიც, მხოლოდ ამიტომ არის მნიშვნელოვანი – რო სანქცირებულ მინისტრს – არავინ დაპატიჟებს მინისტერიალზე, ვერ დადებს ხელშეკრულებებს და ვერ დაამყარებს ჯანმრთელ კავშირებს. მხოლოდ ამაშია სანქციების აზრი (და არა ფინანსურ ზიანში, ან ვიზების პრობლემაში) – რო “იმათგან“ არი – მყარი NO! – “ეს კაცი – არა!“ – უკან გაწვეული სანქცია ბევრი გინახავთ? – no means no. სანქცირებული მინისტრის გამო – ჩაიძირება კონტაქტები.

კაი, ანუ, მოკლედ, სანქციები არის არა იმდენად ფინანსური ზიანი, და ანუ ბრძოლის ფორმა, არამედ მესიჯი გარედან – რო “ამათთან ერთად, ჩვენ – ვერ მოვფრინდებით“ფ

რა არის სამოქალაქო ბრძოლის მეთოდები?

(ამაზე ადრეც მეწერა, მარა არ ვიცი დადო თუ არა დედაჩემმა (ნახეთ Shuashsti/შუაშისტი ) – ვერ გავაგებიე – რო ერთი და იგივეს, სხვადასხვა მხრიდან გამეორება – ცოდნის დედაა)

მშვიდობიანი, სამოქალაქო, ბრძოლის მთავარი იარაღი – არის თავგანწირვა!

(კი, სიტყვი “თვითდაზიანების“ ჩანაცვლებას ვეძებ, შინაარსი იგივეა სინამდვილეში)

ამისთვის არის ეს სამხედრო აღლუმები – რო ჩვენ, ამდენი სხვადასხვა სფეროდან ხალხი, მზად ვართ ვ-ორგანიზდეთ, მზად ვართ მოვიკლოთ სითბო და კომფორტი – იმდენად გვტკივა რასაც ვაპროტესტებთ – არც მეტზე დავიხევთ უკან და იმაზეც დავორგანიზდებით! შეჩერდით – და დაგვითმეთ – არჩევნები!

იმათმა სცადეს თავების წაკვეთა – 2 ამოგვივიდა 1-ის ადგილას. შეგვეშვნენ.

ეხლა მათი პოზაა “იარეთ აღლუმებზე და იყავით ბატონო, მეტს რას იზამთ რო?!“

კი, ვიცი, რო უმეტესობა – ამ პოსტს მარტო იმიტო კითხულობთ – რო მეტს რას ვაპირებთ, მართლა ვერ ვხვდებიო, და ელოდებით – კი მარა როდის დაიწყება თხრობა – რას ვაპირებთ აწი? (ანუ დედაჩემმა Shuashsti/შუაშისტი-ზე პოსტები საერთოდ არ დადო და არ ნახეთ?)

მე კიდე, ცხოვრებამ მაჩვენა, რო – ყველა ადამიანი ძალიან ჭკვიანია, უბრალოდ თავის სფეროში, და ძალიან ბევრ კრეატივს მოიფიქრებს – ოღონდ საჭიროა, რო გაიაზროს ვითარება, გადმორთოს გონება ამ ახალ გამოწვევაზე მთლიანად – და ნუ მაქსიმუმ, ჩემი როლია – დავანახო ამ ახალი სიტუაციის ჩარჩოები და ბრძოლის წესები.

ხოდა, გინამიოკებთ, და თვალს გიკრავთ – ჩვენი ბრძოლის დაუმარცხებელი იარაღი – არის თავგანწირვა (განხორციელებული თვით-დაზიანების გავლით).

კი – არამშვიდობიანი ბრძოლის გზები ისედაც იცით, ბევრად მოკლეა – მარა უმეტესობა ჩვენგანს – არ ეხერხება, მოძალადეები, შანსია – იქეთ “ლამის ყველა“ მოკრიბეს! ვაიდა ვერ მოვერიოთ მათ მოედანზე? – და ან მზად ხართ უამრავი გზააბნეული ქართველი გაწიროთ? – არც მე. ამიტომ, ვინც თვლის, რო ბრძოლის გზა – არის ძალადობა, თქვენი საქმისა თქვენ იცით. მე, აქეთ-იქით რო ვიხედები და ვხედავ რა ხალხი ვდგავართ აქციაზე, მიმაჩნია რო – ძალადობა ჩვენი იარაღი და ჩვენი ძლიერი მხარე – არ არის. მეტიც, ძალადობაზე რეაგირებაში – ისინი არიან პელეები და იმათ მოედანზე შესვლაა, იმათვე სპორტში – მაშინ, როცა ჩვენს მხარეს არიან უდიდესი ძალა – ქალები, რომლებიც აი ერთადერთ რამეში მოიკოჭლებენ ამ პლანეტაზე – ფიზიკურ ჭიდაობაში. და რავი აბა, საჩხუბრად უნდა შევეტენოთ მაინცდამაინც?

მოკლედ. ჩემი აზრით. ომონთან – ცემა-ტყეპა, სროლაში შეჯიბრის გამართვა – არ ღირს. მითუმეტეს, რო იმ ომონშიც ბევრი ქართველია, რომელიც კიდევ გამოფხიზლდება (წლების მერე). კი, ომონს, სპეციალურად ვიძახი – ქართველების მხარეზე რო გადმოვლენ, მერე აღარ დავუძახებ. და ეხლა ეგერ მათგან გაქცეულმა მაღალჩინოსანმა – თვითონ უთხრა რუსეთიდან მოდის ბრძანებებიო და რუსულ სპეცრაზმს – ქვია ომონი, პრეტენზიებით – მიმართონ კანცელარიას. დატოვონ სამსახური.

აქ მოინიშნეთ – რო ეს ომი – არის ომი არა ორ ქვეყანას შორის, არამედ ომი ხალხსა და უზურპატორს შორის. ომები განსხვავდება – მონაწილე მხარეების ტიპების და მიზნების მიხედვით. მაგალითად – ქვეყნებს შორის ომი – სხვაა და სხვა ილეთებია ეფექტური, რელიგიური მიზეზით ომი – სხვაა და სხვა მეთოდები იგებს (სადისტური მათ შორის), ომი ჩვენსა და უცხო პლანეტელებს შორის – კიდევ სხვა და ა.შ.

ზოგადი წესი, რომელიც სულ მუშაობს, არის – თუ ძალაში მარცხდები – გაიჩინე და მოიშველიე მოკავშირეები.

ეს არის არა მარტო სანქციების თხოვნა. არამედ – თხოვნა, გვაღიარონ ჩვენ, მხოლოდ. კონფერენციებზე და ტრენინგებზე – დაგვიძახონ ჩვენ. და ის ფული – მთავრობას რო აღარ აძლევენ, მოგვცენ ჩვენ! (იმუშავეთ, კსტაწი, ამაზე!). პლიუს კიდევ ბევრი რამ, მაგალითად – მაკრონის ზარი ბიძინასთან.

მოკლედ – მოკავშირეების თემა გასაგებია, მეტია სამუშაო – გაანძრიეთ ტვინი, ჩაერთეთ როგორც მოიფიქრებთ. გარედან ყველა დახმარება – კაია და საჭიროა.

ჩვენ რა ვქნათ, ჩვეენ?

ჩვენ, როცა “ომი“ არის ხალხისა – მოძალადე მთავრობასთან, უნდა “ჩავრთოთ“ ქრისტიანობა!

ქრისტიანობა, რელიგია, არის ძალიან ძლიერი ორთაბრძოლის ხელოვნება. როგორც რა ვიცი – კუნფუ. არწივის და ვეფხვის სტილი.

კი, მართლა.

ოღონდ სწორად უნდა განსაზღვრო – როდის რა ჯობია.

ერთი-ერთზე ჩხუბში – ჯობია კუნფუ. არ ვიცი, შეიძლება არწივის, შეიძფება ვეფხვის სტილი 😃

ზომბების წინააღმდეგ – ჯობია გენოციდი.

ფაშისტების წინააღმდეგ – ჯობია “ჯიჰადი“ (ან გონს მოვა, ან გაანადგურებ)

საბჭოთა კავშირს – ან ჩინეთს – უნდა მოუგო ეკონომიკურად (არც გენოციდი გამოვა და არც კუნფუ)

ხოდა ზუსტი ადგილი – სადაც ჯობია “ქრისტიანობა“ (როგორც ბრძოლის მეთოდი) – არის როცა უიარაღო ხალხი ებრძვი “პილატეს“.

კი, როცა ქალი, აქციაზე, დგახარ პლაკატით “ხელახალი არჩევნები“, მორბის ომონი და გირტყამს სახეში – მეორე ლოყაც უნდა მიუშვირო! – განსაკუთრებით როცა 7 ტელევიზორის კამერა გიღებს.

არასოდეს ყოფილა ქრისტიანული ორთაბრძოლის ტექნიკა ისეთი ძლიერი – როგორც სმარტფონების ეპოქაში.

ისევ – გააჩნია ომის ტიპს. მარა ჩვენი ომი – კაკ რაზ ის ომია, სადაც კუნფუ არ გვაწყობს. და ყველანაირი იმათი მცდელობა – კუნფუ ჩაგვიტარონ, ან გენოციდი, ან ჯიჰადი – მათთვისვე უარესად მთავრდება (ჯამში).

იმენა ასე იფიქრეთ ხოლმე – როცა არ იცით რა ქნათ – რა არის ეხლა ყველაზე ქრისტიანული? – და ეგ ქენით. არ შეცდებით. მონათხრობს კიდე – სმარტფონზე გადაღებული ჯობია.

კაი – გავიგეთ – when in doubt – ვიქცევი რასაც ქრისტე იზამდა. კიდე?

(მართლა – ქრისტიანობა – არის ქრისტეს გზა, ანუ წარმოიდგენ თავს ქრისტე რას იტყოდა /იზამდა და ეგრე შვები – ამ ომში ყველა ჯერზე, ჯამში – გამარჯვებული გამოხვალ – თუ იზამ, როგორც ქრისტე)

OK – საბრძოლო ხელოვნება: კუნფუ – არა, კარატე – არა, ქრისტეს გზა – კი!

კიდევ? – კიდევ რა “ილეთებს“ გვასწავლის ბრძოლის ხელოვნება – ქრისტიანობა?

ერთმანეთის სიყვარულს, ერთმანეთის მხარში დგომას და ზრუნვას.

კიდევ? – კიდევ მტრისთვის მესიჯის გაგზავნას – რო ჩვენ, უმეტესობა თქვენგანს – ვაპატიებთ და მივუტევებთ! – იმიტო, რო “ყველას დაგსჯით“ ღრიალით – ჩვენ მათ ვაიძულებთ ბანდად შეიკრან. მარტო ბიძინა და მისი მინისტრები დაისჯებიან – უკვე უკეთესი მესიჯია, მათ ჩამოსაშლელად. დაუმატეთ – “ვინც ჩვენსკენ გადმოვა და მოინანიებს, თუნდაც სუ ბოლო მომენტში – მიეტევება!“ – ვინც ძალადობდა – და ბოლომდე არ მოინანიებს – მერე დაისჯება!

იფიქრეთ პრაგმატულად – მიხვდებით რაშია ამ “ილეთის“ ძალა – რომ ყველა ვინც იძალადა, – თუ გაჩერდება, გადმოვა და მოინანიებს – ეპატიება! – მათი დანაშაული გადავა ზემოთ (მონანიებისას იტყვის ვინ უბრძანა). ნუ თუ ბოლომდე მის დამკვეთს დაიცავს – გადაყვება მათ, რა ვქნათ.

მარა ამ მესიჯის ტრანსლირება (ნაცვლად “ყველას დავსჯით!!“) – ძალიან საჭიროა, რო ბოლო წუთამდე – ვინც გაჩერდება და მოინანიებს – ჩვენ მივუტევებთ! (თქვენ იტყვით – კობახიძემ რო ქნასო? – ჯერ ეს ერთი ქნას! – ჩამოიშლებიან იმ წამს, ყველა მის ქვევით. და მეორეს ერთი – მერე ვეტყვით “ბოლო“ იყო კაკ რაზ შენ რო დანებდებოდი და ამიტომ ბოლო-მდე ვერ მოასწარი და შენ დაისჯები-თქო. სხვებს აქვთ დრო – კობახიძე-მდე. და მაგითაც უნდა ვიმოქმედოთ – რო რა იცი და კობახიძე შენამდე გადახტა გემიდან – მერე შენ გადახტომას დანებება+ მონანიებად აღარ მივიღებთ, ამიტომ – ჯობია, იმოქმედე ახლავე)

კარგი, დალშე?

დალშე რა ბრძოლის მეთოდზეც ვისაუბრებ – ბოლოს ნახავთ რო ეგეც საბრძოლო ხელოვნება-ქრისტიანობის ილეთია.

როცა ხელისუფლება, ამდენი “სამხედრო აღლუმების“, ყველა სფეროს ჩართულობის და თვითორგანიზებულობის დემონსტრაციის მიუხედავად – მოლაპარაკების მაგიდასთან არ გიჯდება, და იმასაც მიხვდა – რო შენ განზრახ ეთამაშები “მეორეს პოზიციიდან“ – აიძულებ შეგიტიოს და მერე კონტრ-შეტევებზე იჭერ. და ამიტომ აღარ გიტევს. ჩადგა დაცვაში, დროს გიწელავს და თან სანგრებს თხრის და დაცვას აძლიერებს, სამწუხაროდ – ეს არის ტესტი, რად ღირდა შენი აღლუმები? – და თქვენ შეიძლება გგონიათ რო – დროში ბიძინა წააგებს. მარა ისინი ზიან, ვითარდებიან, რეპრესიებით ძალაუფლებას აბეტონებენ და “გაყინული ფრონტის ხაზი“ ჩვენ გვაწყობს თა ბიძინას – ვაფშე არაა ფაქტი რო – ჩვენ. ისინი იღებენ ხელფასებს – ბიუჯეტიდან და მიაქანებენ ქვეყანას იზოლაციისკენ, ჩვენ ვიყინებით აქციებზე და ყოველ დღე გვეშინია – ნეტა ხვალაც თუ მოვა ხალხიო?

კი – დროთა განმავლობაში შეიძლება რაღაცეები შეგვემატოს – ტრამპი მოვა და მაინც არ აღიარებს ამათ. ტრამპი მოვა და უკრაინაში ომი არ მორჩება. მარა თქვენ ხო არ გგონიათ რო 20 იანვარს – ტრამპი რო მათ არავერს კარგს არ ეტყვის, ესენი დანებდებიან – უი შეგვეშალაო?!

21 იანვარს – ესენი იტყვიან – 1-2 კვირა აცადეთო.

10 თებერვალს – იტყვიან არ მოგვილოცა, მარა ტრამპის აღიარება-არ აღიარება არ გვკიდია, ხალხო? ხომ არ გადაირიეთო.

10 მარტს – იტყვიან “უკრაინის ომი მორჩება და…“-ს რო ვამბობდით, ზოგადად ვგულისხმობდით, როცა მორჩებაო.

და ეგრე. სანამ თვითონ ირჩევენ რაღაც მოგონილ სამიზნე თარიღებს – და ჩვენ მერე ველოდებით (გეგონება მერე – რა იქნება? – უი შეგვეშალაო და წავლენ?!) – ესენი, თან, სულ ვითარდებიან და აბეტონებენ სისტემას. კი, ბოლო მომხრეებსაც კარგავენ, მარა კიდიათ უკვე.

10 მარტამდე – ჯარს დაიმონებენ, ჩვენ კიდე მანამდე ან ერთმანეთს დავცხებთ, ან ნელ-ნელა ყველა გაქცევას დაიწყებს, ჩუმად, ან რამე კიდევ. შეიძლება მედგრადაც ვიდგეთ, მარა იმას ვამბობ, რო დროში უსასრულო გაწელვით – ვინ იგებს და ვინ აგებს – საერთოდ არ არის ერთმნიშვნელოვანი.

ვახ, აბა რა ვქნათ? – როგორ შევუტიოთ? – რა იარაღი გვაქ ჩვენ?

ჩვენი მთავარი რესურსი – არის რო ბევრნი ვართ!

ჩვენი მთავარი იარიღი, გახსენებთ, არის თავ-გან-წირ-ვა! / თვითდაზიანება.

ჩვენ ვიბრძვით პრინციპით – მე ვარ ჩემი თავის უფალი და რასაც მინდა იმას ვუზამ ჩემს თავს. რამდენიც არ უნდა მცემო – კიდევ უარესი – მაინც ვერ მაიძულებ ვაკეთო საერთოდ რამე – თუ მე, ამ ქვეყანაში, ამ შენი კანონების და ქცევის და კურსის გამო – საერთოდ აღარ მინდა ცხოვრება.

არა! – არსად არ წავალ! – “და განცხრომით სხვაგან ყოფნას, მირჩევნია აქ სიკვდილი!“

აქ გაჩერდით – და ჩართეთ კრეატივი – რა შეგიძლიათ უყოთ საკუთარ ცხოვრებას? რა შეგიძლიათ მოიკლოთ – ისეთი – რაც ბევრმა რო მოიკლოს – კატასტროფაა? – ყველა ბევრ რამეს მოიფიქრებთ – ო, და, მაგაშია პასუხი! (ქვემოთ ჩამოვთვლი ვარიანტებს, don’t worry)

ჩვენი “ილეთი“ – არის მარხვა! (ფართო გაგებით)

ყველაფერს მოვიკლებ და აღარ ვიცხოვრებ – თუ არჩევნებს, ხელახლა, არ ჩანიშნავ!

და აი, დადგა ის ნანატრი ჟამი, ოდეს გადავალ კონკრეტიკაზე 😃

კონკრეტულად:

და აქ მთავარია – თუ ჩვენ ბევრნი არ ვართ, ან თუ ერთმანეთის მხარში დგომა არ შეგვიძლია, ან თუ თვითორგანიზება არ გამოგვდის – წავაგებთ, რად უნდა თქმა.

მაგრამ! – თუ ვაააართ დააა თუუ შეგვიძლიაააა …

ვიწყებთ – ლაითით:

მთავარი არის არა ის სია – რომელი კომპანიები შეუერთდნენ პროტესტს, არამედ ის სია – რომლები არ შეუერთდნენ! – ეგ კომპანიები არიან იმათ მხარეს და აქვთ კავშირები იმათთან.

ვუცხადებთ ბოიკოტს, არ ვყიდულობთ, არ ვსარგებლობთ, ვიწერთ ამაზე ვიდეოებს – ვიკლებთ ჩვენც და “ვურტყამთ“ მათაც. უამრავი კრეატივის მოხოდვა შეიძლება, როგორ ჩაერთოს მაქსიმუმი ხალხი ამაში. კომპანიები რო ჯაჯღანებენ, გახსენებთ – ყველაფერზე პასუხს აგებს ეს მთავრობა, ეჯაჯღანეთ იმათ, როგორც კი არჩევნებზე სალაპარაკოდ დაგვიჯდებიან მაგიდასთან – ჩვენ ჩავთვლით, რო თქვენ “ცუდო კომპანიებო“ – აიძულეთ მთავრობა – ჩვენი შეესმინათ, და მერე – ამიტომ, გაპატიებთ და ყველაფერი აღდგება!

მეორე: – ყველა ხელფასი, გადაგყავთ დოლარებში – ქეშად! – და ინახავთ უჯრაში. მოუკლეთ ყველანაირ ხარჯებს – ბოლომდე! – ძალიან, ძალიან უნდა მოუკლოთ.

მაინც ხო ცუდი დრო მოდის წინ არა? – ჭკვიანური საქციელია ისედაც. ფული – დოლარებად, და არანაირი ახალი ტელეფონი, არანაირი ახალი ტანსაცმელი, არანაირი ზედმეტი შაურმა.

მარხვა! – ვმეორდები. მოიკლეთ ყველაფერი – იმარხულეთ მაქსიმალურად, ყველანაირი ფუფუნების მოკლებით! – ფული არ ხარჯოთ, არ მოილხინოთ, ყველა გეგმა გაყინეთ (ეს ისედაც აქეთ მიდის, ვიცი)

თუ ბევრნი არ ვართ – აზრი არ აქვს. ამიტომ თან გააზიარეთ ეს ამბავი და თან კრეატიულად. ეძებეთ ხალხის აყოლიების გზები.

და ეს უნდა ქნათ ვაბშე ყველაფერზე – საჭმელი, ნივთები, სერვისები, ბენზინი – მარტო იმიტო კი არა, რო ეკონომიკა გაჩერდეს, – ყველა ამ ამბავში ჩართულია კომპანიები, რომელიც ადამიანებს ვერ გვეჩხუბება – რატო ჩემ ნივთს/სერვისს არ ყიდულობო – მოუწევს გაუტრაკოს მთავრობას.

მთავარია – მოუჭირეთ ფულს – მაქსიმალურად!

მანქანა არ იყიდოთ, არ გაყიდოთ, ბინა არ იყიდოთ! (ეგენი ვაფშე სუ მთავრობასთან მოძმაკაცე ფირმებია). დაფიქრდით რო – ქვეყანა დაიღუპა უკვე, რა დროს ფულის ხარჯვაა? – რო გადავრჩებით, მერეც მოასწრებთ. ეხლა მთელი ფული – დოლარში და ხარჯეთ ისეთი მინიმუმი, ჯერ რო არ გიქნიათ. თან – ისაუბრეთ ამაზე და გაეცით რჩევები, we can do this – ერთად.

პარალელურად – გამოყავით კომპანიები, რომლებიც მხარს არ გვიჭერენ და არ გაეკაროთ იმათ! (და გააპიარეთ არ გაკარება) – და რთულიც რომ იყოს, მაინც – მოიხმარეთ მარტო ის სერვისები, იმათგან, ვინც მხარს გვიჭერს (ეგენიც, იასნია, მოუკელით)

შედეგი უნდა იყოს ის, რო – ზოგი არ-მხარდამჭერი კომპანია, ვინც იმათთან სუფრაზე ზის – დაუწყებს ტვინის ბურღვას იმათ. ჩვენს მხარდამჭერ კომპანიებსაც მოაკლდებათ შემოსავალი (კი – მაგდენად უნდა იმარხულოთ) – მარა თუ ესენი დარჩნენ, სუ წავა აქედან ახალგაზრდობა და მთლად უნდა დაიხურონ და – კომპანიებსაც მოუწევთ მარხვა, რას ვიზამთ. ბოლოს – მათაც მოუწევთ გაფიცვა და ნულზე დაჯდომა, ასე რომ …

რა ვქნათ სერვისებზე, რომელშიც არავინ გვიჭერს მხარს? – არც ერთი კომპანია, დავუშვათ ბენზინის.

ყველამ შევთანხმდეთ რომელიმე ერთ კომპანიაზე. ნუ თან მოხმარებას მოვუკლოთ. მარა თან – სადმე ერთგან ვასხათ ბენზინი მარტო (დავუშვათ ლუკოილი გასაგებია რო არა და ამიტომ რომპეტროლში) – შედეგად ყველა სხვა კომპანიას გაუჭირდება და ისინი მოემდურებიან მთავრობას და მერე, იქნებ, ერთ-ერთი იტყვის – მხარს ვუჭერ პროტესტსო. OK – გადავალთ იმაზე, ძაან კაი.

კი, ერთ-ერთი რაც მალევე მოხდება, კომპანიები დაიწყებენ ანტი-სამთავრობო განცხადებების – გაfakeებას – ვითომ ჩვენი რა მიდისო, სინამდვილეში – “ფუ ბიძინას“ კიდევ უფრო ნორმალიზება – დიდი გამარჯვებაა, უამრავი, ჯერ კიდევ ვისაც ხმის ამოღება ეშინია – იმისთვის კი შვებაა. ანუ თუ ვისოლი, თუნდაც ტყუილით – დაუდგება მხარში პროტესტს – მისი თანამშრომლებისთვის, ასეთი პოზიცია, სახიფათო აღარ იქნება. გარდა ამისა, ბევრი ეფექტი ექნება კიდევ ამას, ნახავთ, fake ანტი-მთავრობა ბიზნესი – საკმარისია ჩვენთვის.

თუ თქვენ გაქვთ კომპანია, რომელიც რაღაც არა-პირველადი საჭიროების ნივთს აკეთებდა და ამ “მარხვამ“ დაგაკლოთ შემოსავალი – თქვენც ხო ისედაც ხვდებით რო – საითაც ეხლა მიჰყავთ იმათ ქვეყანა – იქ ვერ იცხოვრებთ? – ხოდა დროებით – დაიკეტეთ, შეეცადეთ გადარჩეთ, აუცილებლად ხმამაღლა თქვით ამის შესახებ! კი, ბოლოს – მაინც გაფიცვაა. გაიფიცეთ მალევე – თუ მაინც წაგებაზე ხართ, მთავარია იგივე სფეროს სხვა კომპანიებსაც უჭირდეთ – რო მარტომ არ წააგოთ.

და პირიქით – მარხვის დროს, 10-მაგად მნიშვნელოვანია – ის შაქარი, რომლის მოხმარებასაც მოუკელი – მხოლოდ იქ იყიდო – ვინც მხარს გვიჭერს – რო ყველაზე ბოლოს ეგენი გაკოტრდნენ.

კარგი, ბრძოლის მეთოდი – მარხვა, ყველაფერზე, კიდე?

ნუ, თან – გრძელდება აქციები – “ზღვა ხალხი“ – გარეუბნებშიც, და სხვა ქალაქებში სტუმრად ჩასვლით. თან, სულ, აფიშირებულად, – რაღაცეებს ვიკლებთ (ბინებს არ ვყიდულობთ, ამას არ ვშვებით, იმას არ მოვიხმართ)

სადღაც – ამ ყველაფრის ეფექტები დაგროვდება. ანუ ჩვენი აქციების მხარდაჭერა, გარედან ამათზე “უარის თქმით“ გააზრება რო ესენი – ეკლესიამდე ვერ მიგვიყვანენ. ეკონომიკური “შეკუმშვა“. ცხოველქმედების დრამატული კლება. თან ამ ყველაფერს – ვერაფერს დაუპირისპირებენ, რამდენიც არ უნდა გვცემო, უფრო ჩავიკეტებით ჩვენს “მეტი ცხოვრების ხალისის არ ქონაში“ – ვერ დაგვაძალებ ფული ვხარჯოთ, თუ არ გვინდა. და იმ ცოტასაც, რასაც დავხარჯავთ, დავხარჯავთ ვინც გვერდში გვიდგას – იქ და იმასთან.

დავუშვათ და მაინც არ დაგვთანხმდნენ არჩევნებზე?

აი მანდ მნიშვნელოვანია ეფექტების კვეთის მომენტის დაჭერა და კი – ბოლოს აცხადებ უწყლო შიმშილობას, რაც მეტი ხალხი აცხადებს, და რაც უფრო ცნობილი სახეები – მეტი ძალა ექნება.

ისევ – “უწყლო მარხვა“ – უქრისტიანულესი საქციელია, რა გინდა უქნა? – ომონს შეუსევ და ძალით აჭმევ? – ცემ? – დახოცავ?

და თან ამ დროს “ვინც ბოლო წამამდე ჩვენს მხარეს გადმოვა და მოინანიებს …“

მარა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოსაკვდომად. მთავარია – ჩვენ ჩვენით არ დავფანტოთ ერთმანეთი.

თუ მანამდე არა, მანდ ნახავთ როგორ ხდება რღვევა.

ნუ შეიძლება მოშიმშილეები ვერ მოვესწროთ, მარა ნუ – “ამდენი ხალხის სამხედრო აღლუმის“ აზრი მაგაშია – რო გარდა იმისა, რო ბოიკოტი და მარხვა შეგვიძლია, კიდევ 100 და მეტი თავის ბოლომდე გამწირველებიც მოვიძებნებით.

ამ სტრატეგიის, და ქრისტიანობის ზოგადან, ძალა იმაშია, რო – ყველა თანასწორია გოგოიან ბიჭიანა – და სრულად იყენებს ჩვენს ძლიერ მხარეებს ( რო ბევრნი ვართ და რო ეკონომიკის დიდი ნაწილი ჩვენი ფულის ტრიალზე დგას)

მთავარია – შეგვიძლია თვითორგანიზება? – ინფორმაციის გავრცელება? – ერთმანეთის აყოლა და მხარდაჭერა? – შეგვიძლია მოვიკლოთ კომფორტი და “ვიმარხულოთ“ თავგადადებით? – შეგვიძლია ეს ვქნათ ბევრმა და ავიყოლიოთ სხვებიც? – შეგვიძლია მოვიკლოთ კომპანიები, რომლებიც მხარს არ გვიჭერენ? – შეგვიძლია ვიშიმშილოთ მტრის ჯინაზე? – შეგვიძლია ბოლომდე გავიფიცოთ? (და გადანახული ფულით გავძლოთ …)

ესაა ჩვენი ბრძოლა – ძალიან ქრისტიანული, თავგანწირული, თვითდაზიანებებით სავსე – მე ვარ ჩემი თავის უფალი – და თუ ცხოვრება არ მიხარია – ვერ დამაძალებ! და ვერც გამაგდებ! და ჩვენ ბევრნი ვართ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

CAPTCHA ImageChange Image