გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშილის შვილი – მია გოგელაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზი შავლა კეკელია დედამისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ამას თავის საკეთილდღეოდ იყენებს.
მია გოგილაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:
“სიტყვები აღარ მყოფნის, როგორ გადმოვცე ის ბრაზი, რომელიც მაწუხებს. დედაჩემი, ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით (კონკრეტულად მელანომით, რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არადაამიანი, ვითომ ,,მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს. ამბობს, რომ თურმე, ტელეკომპანია იმედის დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს, “თურმე” თავში სიმსივნე განუვითარდა. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრა**ბი დაიცვას.
არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით თავის მრევლს აბრმავებს. ეს ,,მამაო” არის “მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება უბრალოდ არ შემიძლია). როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით. დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ – კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბოლოდროინდელი მისი ბევრი ამბავი მახსოვს, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას. შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი. ჩემ გარდა, სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა, მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ”.