“ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორი, პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.
ამის შემდეგ ჯო უილსონმა კიდევ ორი ტვიტი დაპოსტა, ერთი მეორეზე უფრო მკაცრი.
“ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება”, – წერს უილსონი.
უკანასკნელ ტვიტში კი უილსონი ბრალს სდებს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან გადასცა ანაკლიის პორტის მშენებლობა სანქცირებულ ჩინურ კომპანიას და პირდაპირ დაემუქრა სანქციებით.
https://twitter.com/RepJoeWilson