რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს დაუსჯელად?

რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს და რამდენჯერ არ უნდა დაისაჯონ რეალური დამნაშავეები?

რაც გავიხსენე ახლა ეს ამბებია, რაც ამათ კისერზეა!

ლუკა სირაძე გახსოვთ რატომ გადმოხტა?

ბათუმში კორპუსი რატომ ჩამოინგრა გახსოვთ?

შოვის ტრაგედია გახსოვთ და ისიც ვერტმფრენი რომ არ გვყავს?

აა როგორ არ გვყავს, მი8 ხომ გვყავს, ორი გვყავდა, მაგრამ ერთი სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა და მთელი ეკიპაჟი იმსხვერპლა. ა უი მი8-ს რა უნდა სამაშველო ოპერაციაზე? ხო რავი სამაშველო ვერტმფრენი ძვირია, მაგის ფასად აგერ კაი წყლის ჭავლის მანქანა გვყავს, იცი რა მაგრა წუწავს ხალხს? თან ორი გვყავს…

წყალში რომ დენი გადის და 13 წლის გოგოს რომ შადრევნის წყალი კლავს ახლად გახსნილ პარკში, ეგ ვის დაბრალდა გახსოვთ? – მშობელს და თვითონ გარდაცვლილ ბავშვს!

ზუგდიდში რომ ბავშვები დაიწვნენ სახლში, სადაც სიღარიბის გამო შუქი არ ქონდათ და დედა სამუშაოდ იყო წასული, გახსოვთ ოცნების ტროლ-ბოტობა რას წერდა საცოდავ დედაზე?

ის გახსოვთ 13 წლის ბავშვი ჯართს რომ აგროვებდა და რომელიღაც კომპანიის მიერ ამოთხრილ თხრილში რომ ჩავარდა და მოკვდა?

8 წლის ბავშვს რომ მანქანა დაეჯახა და ნახევარი სხეული მოაგლიჯა ეგ გახსოვთ? – აა მანდ მთავრობა რა შუაშია?

დაუსჯელობის სინდრომის და შერჩევითი სამართლის ბრალია, ვიღაც თავხედი მძღოლები რომ გაზაოვენ შუა ქალაქში. პატრულს აღარ უნდა დამნაშავე მძღოლის დასჯა , რადგანაც ასეთი მძღოლი მერე ვიღაც დაურეკავს მაღლა და ის მაღლიდან გაანთავისუფლებს პოლიციელს!

აგერ რამდენიმე დღის წინ შუა ქალაქში, პარკში, წყლით სავსე თხრილში დაიხრჩო 16 წლის ბიჭი. აქაც კერძო კომპანიისკენ გადახარა ქოცობამ ისრები!!!

კალათბურთის თამაშისას მერიის გაკეთებულ და გახსნილ სტადიონზე მოზარდს დენი კლავს!

ის გახსოვთ, ვერაზე ბავშვი რომ მოკლეს? მანდ გახსოვთ რა დაატრიალეს ქოცებმა?

18 წლის უდანაშაულო ბიჭი რომ მოკლა პოლიციამ საკუთარ ლოგინში და მერე რომ ტე*ორისტად გასაღება მოუნდომეს, ეგ გახსოვთ?

მერე მამამისს რომ კარავი არ გააშლევინეს რუსთაველზე, შეურაცხყოფა შეურაცხყოფაზე რომ აყენეს და ათასის სისაძაგლით რომ ებრძოდნენ ის გახსოვთ?

13 ივნისის ამბავზე შეტყობინებები რომ შედიოდა 112 -ში და ყველას ფეხებზე ეკიდა ეგ გახსოვთ?

მერე ტრაგედიის ადგილზე აშენებული კორპუსები თქვენგანაც ჩანს?

პოლიციელის მუქარას რომ ბიჭმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა გახსოთ?

მობოდიშების წერილი რომ დაუტოვა დედას ეგეც გემახსოვრებათ!

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე, წვიმაში რომ გვეშინია გავლა ეგ ხო არ დაგავიწყდათ?

ახლახან გავრცელებული ამბავი გახსოვთ, წერეთელზე მამიდასთან წიგნის წამოსაღებად წასულ 17 წლის გოგოს ჩინოვნიკის ახლობელი რომ დაეჯახა და მოკლა და ქუჩის კამერების ჩანაწერები რომ გაქრა მთელი ქუჩიდან?

შაქარაშვილი გახსოვთ? მდინარეში რომ დაახრჩვეს დევნისას…

შარშან რკინიგზაზე ორი მუშა რომ დაიღუპა გახსოვთ? მატარებელი რომ დაეჯახა სარემონტო პლატფოღმას.

ერთი 22 წლის იყო, მეორე 56-ს.

ბათუმში, სასტუმროში რომ ხანძარმა და გაუმართავმა სამაშველო სისტემამ 9 ადამიანი რომ შეიწირა, ეგ თუ გახსოვთ?

ის ბავშვები გახსოვთ, შიმშილით რომ დაიხოცნენ?

ატრაქციონიდან რომ ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა, ეგ გახსოვთ?

ისე ამ ქვეყანაში ვინმე ქვევრში დამხრჩვალი ჩვილი ბავშვით სპეკულირებით ხომ არ მოვიდა ხელისუფლებაში?

როდემდე?

მეშინია ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობს ჩემი შვილი!

წერს ივანე გოლიაძე ფეისბუქზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

CAPTCHA ImageChange Image