
სიახლეები

უშბაზე დაიღუპა მთამსვლელი ნიკო ფალიანი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც ექსპედიციის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა, მესტიაში ჩაასვენეს. მათივე ცნობით, ნიკოლოზ ფალიანი უშბის მთაზე კიდევ სამ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უვნებლად აიყვანეს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა…

ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. დღეს, 22 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე. ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16…

შეიძინე მანქანა მარტივად – ახალი პლატფორმა ავტოსესხისთვის ონლაინ
მანქანის ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. იქნება ეს თქვენი პირველი მანქანა თუ უბრალოდ მზად ხართ განახლებისთვის, პროცესი ხშირად უფრო რთულია, ვიდრე საჭიროა. ბანკებში ვიზიტი, პირობების შედარება, დამაბნეველი საბუთების გარკვევა. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა. ახლა autocredit.ge-სთან ერთად ავტოსესხის აღება ძალიან მარტივია. ყველაფერი თავიდან ბოლომდე ონლაინ კეთდება. აღარ არის რიგებში ლოდინი ან შეხვედრების დაჯავშნა. ახლა უკვე,…

როგორ გადავიხადოთ ჯარიმები მარტივად ?
მოდით, გულწრფელები ვიყოთ – არავის უყვარს ჯარიმების მიღება. იქნება ეს პარკირების ბილეთი, სიჩქარის დარღვევა თუ სხვა რამ, მასთან გამკლავების პროცესი შეიძლება სტრესული იყოს. მაგრამ ახლა, Pay.ge-ს წყალობით, ჯარიმის გადახდა არ უნდა იყოს კიდევ ერთი სტრესული დავალება თქვენს სიაში. სინამდვილეში, ეს შეიძლება გაკეთდეს სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. რატომ არის Pay.ge ჯარიმების გადახდის ყველაზე…

რას იზამდა მიშა?
მწერალი ტორესა მოსი ეხმაურება გურიაში სტიქიას სოციალურ ქსელში: მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი არასოდეს ვყოფილვარ. ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ზუსტად ახლა და ზუსტად მე უნდა ვაღიარო, რომ ეს რომ მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც. ვნახავდით “ლაფატკით” ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას რომელიმე სახლისკენ. ვნახავდით ტრაქტორზე შემხტარს….

რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს დაუსჯელად?
ტრაგედიები, სადაც რეალური დამნაშავეები არ დაისაჯნენ. რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, სანამ სამართლიანობა იზეიმებს

რა უნდა იცოდეთ, თუ პოლიცია ჩხრეკას გეგმავს
“გამაშიშვლეს”, “ჯიბეებში დამიწყეს ხელის ფათური”, “ადვოკატი არ შემოუშვეს”, “ვიდეო არ გადამაღებინეს”, “ტელეფონი წამართვეს”, – ეს იმ დემონსტრანტების სიტყვებია, რომლებსაც პოლიციამ სახლებში მიაკითხა და ჩხრეკა ჩაატარა. და რა არის ჩხრეკა? რისი უფლება აქვს პოლიციას და რისი – მოქალაქეს? ჩხრეკის ჩატარების წესს და ფარგლებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს. ეს პროცედურა დათვალიერებაში არ უნდა აგერიოთ. დათვალიერებისას მოქალაქეს…

პროტესტები სერბეთში: მიზეზები, მოვლენები და შედეგები
2024 წლის ნოემბრიდან სერბეთი მასშტაბური საპროტესტო აქციების ეპიცენტრად იქცა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება მთავრობის მიმართ. პროტესტები ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, თუმცა მისი ფესვები უფრო ღრმაა და ძიერულ პრობლემებს უკავშირდება. ნოვი-სადის ტრაგედია: პროტესტების კატალიზატორი 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე სახურავის მოულოდნელმა ჩამონგრევამ 14 ადამიანის სიცოცხლე…

აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები და 2 თებერვლის აქციის მზადება
2 თებერვლისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის ფონზე, სამართალდამცავები აგრძელებენ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ აქციის მონაწილეებმა კანონის ფარგლებში უნდა გამოხატონ თავიანთი პოზიცია და თავი უნდა შეიკავონ „კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“. პროტესტის შეზღუდვის ახალი მექანიზმი? ახალი დადგენილების თანახმად, რომელიც 31 იანვარს გამოქვეყნდა, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. საქართველოს…

პროტესტები სლოვაკეთში
შესავალი სლოვაკეთის პოლიტიკური ლანდშაფტი ბოლო პერიოდში სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მიერ გატარებული პრორუსული პოლიტიკა საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს, რაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტების ფორმით გამოიხატება. ამავდროულად, ოპოზიციური ძალები ერთიანდებიან და ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი და პროდასავლური კურსი შეინარჩუნონ. სლოვაკეთის ვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის კონტექსტში, რადგან ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია და მისი…