ზარქუა და სანიკიძე აბუ დაბიში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან. “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან” – აცხადებენ საელჩოში. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და…