სიახლე

მთავარი / როგორ ვამოწმებთ აქციებს

როგორ ვამოწმებთ აქციებს

წყაროები

ყველა აქცია ბანკის საკუთარი გამოქვეყნებიდან მოდის:

რას ვწერთ

მხოლოდ ფაქტებს: პროცენტს, ლიმიტს, თარიღს, ბარათს, მინიმალურ თანხას, სად მოქმედებს და რა არ შედის. ბანკის ტექსტს და სურათებს არ ვაკოპირებთ.

მაღაზიის აღწერა და საიტის ბმული ჩვენია, რომ იცოდე, რას ყიდის მაღაზია. ლოგოები ეკუთვნის მაღაზიებს და მხოლოდ ამოსაცნობად ვიყენებთ.

რას ვითვლით

„ლიმიტი ივსება X ₾-ზე“: ამ თანხის ზემოთ მეტს ვეღარ დაიბრუნებ. ვითვლით ასე: ლიმიტი გაყოფილი პროცენტზე.

ტოპ სიები ლაგდება იმით, რამდენ ლარს დაიბრუნებ 300 ₾-ის ხარჯვისას. ბანკები ფულს რიგისთვის ვერ იხდიან.

თუ რამე არ ემთხვევა

მოქმედებს ბანკის ოფიციალური პირობები. შეცდომა შეამჩნიე? მოგვწერე: info@siaxle.ge. შესწორებას 2 საათში ვაქვეყნებთ.

ბოლო შემოწმება: 19 ნოემბერი, 16:10.